Thursday, 1 October 2015

ტრენინგის მე-9 დღე

                     1.გამეორება
                     2. პროექტების პრეზენტაცია
                     3. მუშაობა ბლოგში
                     4. პროექტის შეჯამება
               ბლოგზე ავტვირთეთ  ტრენინგის მასალა და ტრენინგის გზამკვლევი, რომლის ლინკიც  დავაკოპირეთ ჩვენს ფოსტაში დრაივში და წამოვიგეთ ბლოგზე გაჯეტებად, რომელიც ჩავსვით ლინკ-ლისტის საშუალებით.  გავაკეთეთ ჩვენი პროექტის  პრეზენტაციები წარვადგინეთ ჯგუფის წევრებთან.
               ვიმუშავეთ   ბლოგში  და ვისწავლეთ სიტყვასთან  დაკავშირებული   ლინკების ჩასმა.  ვისწავლეთ გვერდების შექმნა და დამატება.  ვისწავლეთ საათის გაჯეტის ჩასმა.

Sunday, 27 September 2015

ტრენინგის მე-8 დღე

                     
                     გავიმეორეთ წინა მასალა.
                 შევქმენით ფასილიტაციის რესურსები, რაც დამეხმარება მიზნის მიღწევაში. გავაკეთეთ სლაიდები სადაც მოსწავლეებს ჟგუფების მიხედვით მივეცით მიმართულება , რომელი ჯგუფი რაზე  იმუშავებს .
             ფასილიტაციის რესურსის შემდეგ პროექტის გეგმა ავტვირთეთ გუგლ დრაივში სადაც დავაკოპირეთ პროექტის ლინკი და  ბლოგზე ავტვირთეთ გაჯეტად ლინკ ლისტის მეშვეობით

Saturday, 26 September 2015

ტრენინგის მე-7 დღე

                            1. გამეორება
                            2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
                            3. პროექტის გეგმაზე მუშობა
                  ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
       განვიხილეთ მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინება რაც დაგვეხმარება ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შდეგებს და მიზნებს, ასევე როცა კლასში ყველა მოსწავლის საჭიროებები გათვალისწინებულია  მათი სწავლის შედეგიც უკეთესი იქნება.  დავწერეთ გეგმები სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის. ასევე ვიმუშავეთ  მთელი პროექტის დროში გაწერილ  გეგმაზე .

Sunday, 13 September 2015

ტრენინგის მე-6 დღე

                                1. გამეორება
                                2. მოსწავლის პრეზენტაცია
                                3. მოსწავლეთა  პროექტების შეფასება- რუბრიკები
                               4.  პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის                                                    შემუშავება
             
         გავიმეორეთ წინა დღის მასალა
              ვისწავლე როგორი სახე უნდა ჰქონდეს მოსწავლის პრეზენტაციას, გავიგე შინაარსობრივად როგორ გავაკეთო რომ ყველაფერი გავთვალო სტანდარტი, უნარ-ჩვევა. ვისწავლე როგორ უნდა ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის გამოყენება, როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს.
           ვიმუშვეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე,  განვსაზღვრე პროექტის პრობლემა, მიზანი, პროექტის მიმდინარეობა, შდეგები, პრობლემის გადაჭრის გზები, კვლევა, გამოყენებული ლიტერატურა.
             power pont-ში ვისწავლე დიაგრამების აგება რაც დამეხმარება კვლევის ჩასატარებლად.
               გავეცანი და შევიმუშავე შფასების რუბრიკები რომელიც  ჩემს პროექტში დამჭირდება 

Saturday, 12 September 2015

ტრენინგის მე-5 დღე

                          1.გამეორება.
                           2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
                          3. ურთიერთშეფასება- კომენტარები ბლოგზე.
                          4. მუშობა ბლოგში- გაჯეტები- მოსწავლის ბლოგის შექმნა, სურათის                                       გაჯეტი, სიის გაჯეტი.
               გავიმეორეთ წინა მასალა.    განვსაზღვრეთ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში  21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
           შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა იოლად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებისას,  საავტორო უფლებების დაცვის  მიზნით გავაკეთეთ ინტერნეტიდან გადმოწერილი მასალის დოკუმენტირება.
            შევაფასეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.  გავიმეორეთ ბლოგის შექმნა  , სურათების ჩასმა. ვისწავლეთ  გამოკითხვისა და სურათის გაჯეტების  დამატება. შვქმენით მოსწავლის ბლოგი.

Wednesday, 9 September 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

                           
                               1. გამეორება
                               2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა.
                               3. დროში გაწერილი შფასების გეგმა.
                               4. პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.
   
                 გავიმეორეთ წინა დღის მასალა.  განვიხილეთ და შევიმუშვეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა, რათა წარმოვაჩინოთ შფასების გამოყენების სხვადასხვა ფორმა თემის ფარგლებში. შვადგინეთ დროში გაწერილი შფასების გეგმა , განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები რაც გვეხმარება გავიგოთ მათ საბაზისო ცოდნა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შფასებები, რაც გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას.  სწავლის შდეგების სხვადასხვა სახით შეფასება ეფექტური სწავლების  შსაძლებლობას შემიქმნის.
           ვიმუშავეთ power point-ში სადაც ავაწყეთ სლაიდები ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის გეგმის მიხედვით.
           ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგის წაშლა-აღდგენა, ბლოგის სახელის შეცვლა, ფონების დადება. გავარჩიეთ ბლოგის მენიუ.

Tuesday, 8 September 2015

ტრენინგის მესამე დღე

                         1. გამეორება
                         2. პროექტის გეგმაზე მუშობა
                                          ა) სტანდარტის დადგენა
                                          ბ) მიზნის განსაზღვრა
                                          გ) მიმართულების მიმცემი კითხვები
         
                   გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , გავეცანით სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომელთა მიღწევაც გვსურს, მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით,  რომელთა გარშემოც შევძლებთ გამოვკვეთოთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები, რითაც შევძლებ მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები და შეძლონ თემატიკის სიღრმისეული გაგება.
            გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  სიტყვებს. ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს.